თარიღი
|
აქტივობა/თემა
|
აქტივობის მოკლე აღწერა
|
01.10
|
საინფორმაციო შეხვედრა კლუბის წევრებთან. მოლოდინების
განსაზღვრა.
|
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას კლუბის მუშაობის
განრიგის, მისი მუშაობის ფორმების შესახებ. გაეცნობიან კლუბის წევრების მოვალეობებს
და ფუნქციებს.
|
08.10
|
კლუბის გეგმის განხილვა, კლუბის ატრიბუტიკის შერჩევა.
არჩევნების ჩატარება.
|
მოსწავლეებს კლუბის კურატორი გააცნობს მუშაობის გეგმას.
მოსწავლეები ინტერნეტიდან შეარჩევენ სურათს, რომელსაც კლუბის ლოგოდ გამოიყენებენ.
მოიფიქრებენ სლოგანს.
|
15.10
|
დასუფთავების აქცია
|
მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის ტერიტორიას და მის
შემოგარენს.
|
22.10
|
„ჩემი ოჯახი“
|
მოსწავლეები ისაუბრებენ ზოგადად ოჯახზე, ოჯახურ ტრადიციებზე.
გაესაუბრებიან მოწვეულ სტუმარს. სიტყვა „ოჯახს“ განიხილავენ სხვადასხვა კონტექსტში.
მაგ: კლასი, თანამშრომლები, და სხვა.
|
29.10
|
ბავშვთა უფლებების კონვენციის გაცნობა.
|
მოსწავლეები გაეცნობიან ბავშვთა უფლებების კონვენციას,
ყურადღებას გაამახვილებენ მუხლებზე, რომელიც ხშირად ირღვევა, ისაუბრებენ მიზეზებზე
და გამოსწორების გზებზე.
|
05.11
|
ფილმის „ყვირილი“ ნახვა ბულინგის თემაზე და განხილვა.
|
მოსწავლეები ნახავენ გერმანულ მოკლემეტრაჟიან ფილმს
„ყვირილი“. ისაუბრებენ ბულინგსა და მისი აღმოფხვრის გზებზე.
|
12.11
|
გენდერული თანასწორობის საკითხები
|
მოსწავლეები ისაუბრებენ საკუთარ დამოკიდებულებაზე
გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. მოიყვანენ მაგალითებს იმის დასამტკიცებლად,
რომ სქესით არ იზომება შესაძლებლობები.
|
19.11
|
„აღზრდის პრობლემები“
|
კლუბის წევრები გაიყოფა ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი წარმოადგენს
მშობლებს რომელთაგან ნაწილი მკაცრად ზრდის შვილებს, ნაწილი კი სხვამიდგომებს იყენებს.
მეორე - შვილებს, კლუბის კურატორი - ბავშვთა ულებედამცველ ორგანოს. გაიმართება დებატები
თემაზე „აღზრდის პრობლემები“. კლუბის მუშაობას დაესწრებიან მშობლები და სასკოლო საზოგადოება
სურვილის მიხედვით.
|
26.11
03.12
|
იმიტირებული
სატელევიზიო გადაცემის მომზადება და დადგმა
|
მოსწავლეები მოამზადებენ იმიტირებულ სატელევიზიო გადაცემას,
რომელშიც წამოწევენ ბულინგის პრობლემას. ამავე თემაზე დაამზადებენ ბუკლეტს, როგორ უნდა
მოიქცეს ბულინგის მსხვერპლი. ცნობიერების ამაღლების მიზნით გაავრცელებენ მოსახლეობაში.
|
10.12
|
კედლის გაზეთის გაკეთება თემაზე „ბულინგი“
|
მოსწავლეები გააკეთებენ კედლის გაზეთს, რომელშიც ჩაწერენ
ბულინგის სახეებს და მახასიათებლებს, ბულინგისგან თავის დაცვის საშუალებებს, რცევებს.
გააფორმებენ ნახატებით/სურათებით და გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილზე.
|
17.12
|
თემა „გავუფრთხილდეთ ქაღალდს“
|
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ერთი ხისგან რა
რაოდენობის ქაღალდი მზადდება, იმსჯელებენ, რა ზიანს აყენებს გარემოს ქაღალდის გადაყრა
ან დაწვა. შეაგროვებენ მაკულატურას და ჩააბარებენ ბიბლიოთეკას.
|
24.12
|
კლუბის მუშაობის შეჯამება, შეფასება.
|
მოსწავლეები გააანალიზებენ კლუბის მუშაობას, შეაჯამებენ,
რა გააკეთეს კლუბის ფუნქციონირების პერიოდში, მიიღეს თუ არა რაიმე სარგებელი.
|
კლუბის სამოქმედო გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment