კლუბის წესდება

თავი I

ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდდებულებაგანსაზღვრავს სამოქალაქო კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებსსაქმიანობის მიმართულებებსკლუბის ლიდერისწევრებისუფლება-მოვალეობებსასევე  სამოქალაქო კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
მუხლი 2.  სამოქალაქო კლუბის მიზნები და ამოცანები
სამოქალაქო კლუბის მთავარი მიზნებია:
1.    ახალგაზრდებისროგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
2.    ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაშიდამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
3.    ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
4.    სამოქალაქო განათლებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა;
5.    მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
6.    მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
7.     განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა
მუხლი 3.  სამოქალაქო კლუბის  ფუნქციები:
1.    1.      სამოქალაქო კლუბის  აქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

ü  სკოლის სხვადასხვა შიდა და სათემო პრობლემის გადაწყვეტა;
ü  მოსწავლეების ინტერესების დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან;
ü  სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე  სათემო აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
ü  ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და ახალგაზრდების ინტერესების დაცვა
ü  ახალგაზრდების ჩართვა  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
ü  მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთანმათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
ü  მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების სწავლისა და საგანმანათლებლო/სათემო პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
1.    2.      სამოქალაქო კლუბის  მოვალეობაა:
განსჯა;
რჩევა;
განხილვა
დამტიკცება
მუხლი 4.  სამოქალაქო კლუბის მოღვაწეობის პრინციპები
სამოქალაქო კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებსკანონიერებასჰუმანიზმსკეთილსინდისიერებასსოციალურ სამართლიანობასდამოუკიდებლობას,  კოლეგიალურობას.
კლუბის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ , ტრენინგ-სემინარებსთანატოლთა განათლების აქციებსსადისკუსიო კლუბის შეხვედრებსიმუშავებენ ისეთ საკითხებზეროგორიცაა ინფორმაციის მოპოვებადამუშავებაანალიზიგავრცელებაორგანიზებას გაუკეთებენ კვლევებს მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზეშეისწავლიან ზოგად სიტუაციასჯგუფის წევრები საჭიროებებიდან გამომდინარე მოამზადებენ თავიანთ წინადადებათა პაკეტს და მოაწყობენ კვლევის პრეზენტაციებსმონიტრინგს გაუკეთებენ განხორციელებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს სამომავლო მოკლე და გრძელვადიან გეგმებს.
მუხლი 5. სამოქალაქო კლუბის წევრი
სამოქალაქო კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლერომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილსიზიარებს კლუბის მიზნებსწარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და სამოქალაქო კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს სამოქალაქო კლუბის წევრობის ანკეტას.
სამოქალაქო კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის  გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდანთუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობანი
სამოქალაქო კლუბის წევრს უფლება აქვს:
)            მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
)           შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
)           მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან  და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
)          ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
სამოქალაქო კლუბის  წევრი მოვალეა:
)  დაიცვას კლუბის დებულება და  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
)  გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
)  აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო კლუბის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 6. სამოქალაქო კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
კლუბის წევრებთან  და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს  კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;
კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებსწინადადებებს და ანგარიშებს;
კლუბის წევრებთან ერთად განსაზღვრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების პროგრამების მუშაობას სკოლის ადმნისტრაციასთან ერთად;
უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიებისდებატების ორგანიზებისსხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და სათემო პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული აქტივობებისსპეციალური სტუმრების მიწვევისტრენინგებისსემინარებისსადისკუსიო კლუბის შეხვედრების,  ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას;
თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
)  ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვვში
თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს სამოქალაქო კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
1.    კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელსუფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზეთავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მასმოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
2.    კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებასადათსა და დადგენილ ნორმებსპატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებსამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
3.    კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და  გამოიყენოს კლუბის სახელიკლუბის პროგრამებიპროექტებიგანხორციელებული საქმიანობების ანგარიშებიმათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებებილიტერატურასაქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგიასაქმიანობისას მიღებული ინფორმაციაგანხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერირისი შემუშავებაც მოხდა კლუბშიწარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.
4.    სამოქალაქო კლუბის სახელის ბოროტად გამოყენებასამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემადაფარვასაჯაროდ გავრცელებაპირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
 სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი
სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრს;
სამოქალაქო კლუბი იკრიბება ყოველ სამშაბათს, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

No comments:

Post a Comment