სასკოლო სამოქალაქო კლუბი არის მოსწავლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიღრმავონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და პრაქტიკული საქმიანობით განივითარონ აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევები.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები ცდილობენ კვლევების, დისკუსიების, დებატების, სასკოლო და სოციალური პროექტების საშუალებით გადაჭრან კლასში, სკოლასა თუ თემში არსებული პრობლემები.